ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

30 ნოემბერი, 2023

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, , ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო-რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

დამსწრეებს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე, სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო და სამართლებრივ მექანიზმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამცხე--ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მოადგილე საბა კბილაშვილი და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ინა კაპანაძე.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

+17

გააზიარე