ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

20 ნოემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თეა გვარამაძემ ახალციხეში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მაოდგილე ამბარცუმ ბაბოიანი და მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ სოციალური პროგრამების შესახებ, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.ასევე, საუბარი შეეხო პროექტებს, რომლის განხორციელებაც მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით უახლოეს მომავალში იგეგმება. ხაზი გაესვა ეთნიკური უმცირესობებისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრების რეგულარულად ჩატარების და მათი ჩართულობის აუცილებლობას.

+5

გააზიარე