ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან OGP-ის ადგილობრივი პროგრამის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

10 მარტი, 2022

საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან OGP-ის ადგილობრივი პროგრამის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი დაესწრო.

შეხვედრის მიზანი OGP-ის ადგილობრივი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა, პროგრამაში გაწევრიანებისთვის არსებული მოთხოვნების გაცნობა და სააპლიკაციო პროცედურების დეტალური მიმოხილვა იყო.

ონლაინ შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

OGP-ის წევრმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

გააზიარე