ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარი, 2019

საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში ღონისძიება გაიმართა.

შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცეს მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა.

ეროვნული სიმბოლო აფხაზეთის ომში დაღუპული გიორგი ჯაფარიძის შვილმა ალექსანდრე ჯაფარიძემ აღმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“, დავით ინასარიძე, მარინე გოგოლაძე და სახალხო მთქმელი ვასილ კვინცხაძე იღებდნენ.

მოსახლეობამ კი სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად სახლებიდან დროშები გამოფინეს.

სახელმწიფო დროში დღეს 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე მიიღეს, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

გააზიარე