ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

საქველმოქმედო აქცია საძელსა და სხვილისში

8 May, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მეორე ეტაპი აქტიურად გრძელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, მერიის სოციალური განყოფილების თანამშრომლებმა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა, ამჯერად, სოფელ საძელსა და სხვილისში მცხოვრები ოჯახები მოინახულეს, მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და სასურსათო ნობათი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალციხის მერიისა და ადგილობრივი ბიზნესის თანამშრომლობით, რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება.

გააზიარე