სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატი
8-9 თებერვალს, ქალაქ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატი გაიმართა, 10 წლამდე გოგონა და ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. თამაშები ორი დღის განმავლობაში საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა.
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - ლაშა მესხი (ბორჯომი);
II ადგილი - საბა პაპაშვილი - (ახალციხე);
III ადგილი - სარქის ლალაიან (ნინოწმინდა);
გოგონებს შორის კი გამარჯვებულები არიან:
I ადგილი - ბარბარე შონია (ბორჯომი)
II ადგილი - მარიამ ყურაშვილი (ახალციხე);
III ადგილი - ვიკა ვეშაგური (ახალციხე);
ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.