ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა

8 დეკემბერი, 2020

USAID-ის კარგი მმართველობის პროგრამის (GGI) ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მესამე  წელია წარმატებით ხორციელდება  სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა.

პროგრამა  მიმართულია  ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობის ასამაღლებლად. იგი  ახალციხის მოქალაქეებს   ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების და საჭიროებების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

გასული წლების  მსგავსად  პროგრამა ასევე, წარმატებით განხორციელდა მიმდინარე წელსაც:

 შემოვიდა  84 იდეა, საიდანაც 37  გადავიდა ხმის მიცემის ეტაპზე;

 ხმის მიცემის პროცედურაში,  724 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა;

შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი - სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა აბის დასახლებაში.

გამარჯვებული  იდეის დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი 2021 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

გააზიარე