ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუსიკო სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება

13 ოქტომბერი, 2023

ახალციხის სამუსიკო სკოლაში, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებში გამარჯვებული მოსწავლეები დიჯილდოვდნენ.

გასულ სასწავლო წელს კონკურს-ფესტივალებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა გაჩეჩელაძემ, განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთევან მიშველიძემ, სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ირმა დავლაშერიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლებმა. მათ მოსწავლეებს მიღწეული შედეგები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალშიც.

კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს კი სიგელები კონკურსის ავტორმა და ორგანიზატორმა, მაია ჯამალაშვილმა პირადად გადასცა.

სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ასევე, წარმატებული მოსწავლეების პედაგოგებსაც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ აქტიურ და მაღალპროფესიულ დაწესებულებას წარმოადგენს. ა(ა)იპ-ის შემადგენლობაში არის ქალაქ ახალციხის, ქალაქ ვალის და სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლები, რომელთა კონტიგენტი 483 მოსწავლეს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან მუსიკალური სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასო გახდა და საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა, რაც სწორედ მერიის მიერ სწავლის მთლიანი საფასურის დაფინანსებით არის განპირობებული.

სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ცოდნას საფორტეპიანო, სავიოლინო, საგუნდო, ფლეიტისა და დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით.

+9

გააზიარე