ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სამხატვრო სკოლაში ტრადიციული გამოფენა მოეწყო

24 აპრილი, 2019

ახალციხის სამხატვრო სკოლაში ტრადიციადქცეული სააღდგომო გამოფენა გაიმართა.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ სააღდგომო თემატიკაზე შექმნილმა მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გამოფენის სტუმრების მოწონება დაიმსახურა. 

წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ხელთნაკეთი ნივთები, ნახატები, სააღდგომო სუვენირები, თექით, თიხით, ფაიფურსა და მინაზე შესრულებული ნამუშევრები.

გამოფენა, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოველწლიურად ეწყობა, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა დაათვალიერეს.

გააზიარე