ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საყუნეთი-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

17 ოქტომბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლების საყუნეთი-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

საავტომობილო გზის ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. ამ ეტაპზე კი მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, მოადგილესთან ვაჟა გაჩეჩილაძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+3

გააზიარე