ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2021“ -ის მუნიციპალური თამაშები

19 ოქტომბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2021“ -ის მუნიციპალური თამაშები დაიწყო.

ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, საჯარო სკოლის მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) ერთანეთს გეზრბენში დაუპირისპირდნენ. ვაჟებში პირველ ადგილზე ახალციხის №3 სკოლის გუნდი გავიდა, მეორეზე №2 სკოლის გუნდი, მესამე ადგილი კი №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი №3 სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი №2 სკოლამ, მესამე ადგილი კი №1 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

 გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით დააჯილდოვა.

გააზიარე