შეჯიბრი ფეინტბოლში
ქალაქ ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, "ფეინტბოლში " შეჯიბრი გაიმართა.
თამაშში ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა.
შეჯიბრი მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, რის შემდეგაც გამოვლინდა გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი “ლომსია “ გახდა.
ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
თამაშები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფეინტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.