ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

23 ოქტომბერი, 2019

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის წარმომადგენლობის ინიციატივით, დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურული პროექტებზე და მომავალი წლის გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
შეხვედრის მიზანი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოქალაქეთა ინფორმირება იყო. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალსაკანალიზაციო სისტემების, საბავშვო ბაღების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სოფლებში ახალი ამბულატორიების მშენებლობაზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საჯარო სკოლებში განხორციელებულ პროექტებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მონაწილებმა ახალციხის მერთან ერთად, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ამასთან დადებითად შეაფასეს მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

გააზიარე