ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები მოსახლეობასთან

13 ოქტომბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალესა და სოფლებში - სხვილისში, წყრუთსა და აწყურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქ ვალის და სოფლების სხვილისის, წყრუთისა და აწყურის მცხოვრებლებს შეხვდნენ, სადაც დასახლებებში არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს, ასევე აქცენტი გაკეთდა გაზიფიცირების, წყალმომარაგების და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, შიდა საუბნო გზების მოწესრიგებასა და ახალი გარე განათების დამატების აუცილებლობაზე.

მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსახლეობის მხრიდან დასახელებული საჭიროებებისა და გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, დასახლებების მცხოვრებლებს მაქსიმალურ თანადგომას და მხარდაჭერას დაპირდნენ.

დღესვე, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი ლაზარაშვილი სოფელ წყრუთის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ, პატარები და აღმზრდელები მოინახულეს და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.

+14

გააზიარე