ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

4 დეკემბერი, 2023

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციას, „კავშირი თანადგომა შვილებს“ ესტუმრნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაწესებულების ბენეფიციარები მოინახულეს და საჩუქრად ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად საჭირო მასალები გადასცეს.

ასევე აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში, შშმ სტატუსის მქონე ბავშვებს, მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ და მკვეთრად გამოხატულს შშმ პირებს, ჯამში 402 ბენეფიციარს, ერთჯერადად ფულადი დახმარება ჩაერიცხათ.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობა და მათი ინტერესების გათვალისწინებაა.

+11

გააზიარე