სოფელ წირაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი არსებული ბუნებრივსაფარიანი მოედნის მოსწორება-მოშანდაკებას, საყრდენი კედლის მოწყობას და შემოღობვას ითვალისწინებს.
სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.