ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

24 თებერვალი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

დასახლებების საერთო კრება და საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა სოფლებში: ხეოთში, მუსხში და ურავლეში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და დეპუტატი ესწრებოდნენ. მათ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს, რას მოხმარდება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

საკონსულტაციო შეხვედრები 22 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.

გააზიარე