ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022“

22 თებერვალი, 2022

2022 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში,   საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო,  ხოლო  ადგილობრივ ბიუჯეტში თანადაფინანსების სახით ამ ეტაპზე 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თითოეულ სოფელში საერთო კრება ან კონსულტაცია გაიმართება და მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება  დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

მოსახლეობასთან შეხვედრები დაგეგმილია 9-დან 25 მარტის ჩათვლით. შეხვედრებზე  ხელისუფლების წარმომადგენლები  ადგილობრივებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითად პრიორიტეტეტებს განიხილავენ და   არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელებენ. შერჩეული წინადადებები  დასამტკიცებლად საკრებულოს   წარედგინება და  დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის  პროცედურები

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია:  გარე განათების,  შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი  მოედნების, საყრდენი კედლის,  მგზავრთა მოსაცდელების  მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

 

თანდართულ ფაილში იხილეთ მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი:

გააზიარე