ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

თამარ თამარაძის გამოფენა უნივერსიტეტში

12 დეკემბერი, 2019

დღეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მხატვრის თამარ თამარაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს მისი სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვიტრაჟული ნახატები, პორტრეტები, ნატურმორტები, ბატიკის ტექნიკით შესრულებული სუფრები, დეკორატიული ორნამენტებით მოხატული ჭურჭელი და სხვა.

გამოფენას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე მერაბ ბერიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მერიის კულტურის სამსახურისა და ახალციხის სამხატვრო სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები და წარმატებები უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში.

 

 

გააზიარე