ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

6 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და ახალციხის თოჯინების თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს პროფესიული სახელმწიფო თოჯინების თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ საბაშვილს და სამხატვრო ხელმძღვანელის წარმომადგენელს ახალციხის თოჯინების თეატრში ლექსო ჩემიას შეხვდნენ.

მხარეებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს და სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ კულტურის სახლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში სოფლად მცხოვრები პატარებისათვის საბავშვო სპექტაკლები ჩატარდება.

+3

გააზიარე