ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვეტერანთა დღე

17 ოქტომბერი, 2023

17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხელი ვეტერანები, ადგილობრივი თითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 11 ვეტერანს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი მერიისგან ფულადი დახმარება ჩაერიცხა.

დღესვე, ვეტერანთა მონაწილეობით ნარდში და შაშში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრის გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.

„ვეტერანთა დღე“ საქართველოში 2014 წლის 17 ოქტომბრიდან აღინიშნება.

+11

გააზიარე