ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„World Vision საქართველოს“ მორიგი მხარდაჭერა

12 ოქტომბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებმა საჩუქრად საოფისე და სამედიცინო ინვენტარი გადასცეს.

ინვენტარის გადაცემის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოქალაქეებისათვის უფრო ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით ჩვენთვის ძალიან საჭირო იყო აღნიშნული ინვენტარი, რისთვისაც მადლობას ვუხდით „World Vision საქართველოს“ და მის წარმომადგენლებს. სამედიცინო აღჭურვილობას მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება შესაბამისი დანიშნულებით გამოიყენებს. წლებია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და „World Vision საქართველო“ თანამშრომლობს და ერთობლივად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ “- აღნიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

საოფისე და სამედიცინო ინვენტარის გადმოცემა პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა -COVID -19-ით დაზარალებული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მოხდა.

პროექტს „World Vision საქართველო“ და „World Vision ავსტრია“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

+3

გააზიარე