ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ზარზმელის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა გრძელდება

17 ნოემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

ამ დროისთვის, ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე გაეცნო.

ასევე, აღნიშნულ ქუჩაზე პატარებისთვის საბავშვო-გასართობი სივრცეც მოეწყობა.

გააზიარე